fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რა მოხდა აშშ-ის საელჩოში და რა გაგრძელება ექნება ინციდენტს – დეტალები

საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საზეიმო მიღების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან, მედიამფლობელსა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს, ტვ პირველმა კი მოითხოვა ჩანაწერის გასაჯაროვება აშშ საელჩოსგან.

ტვ პირველის ვერსიით, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ინცინდენტი ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე მოხდა.

ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ. გაშველების დროს დაზიანებები მიიღო, ტვ პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

ვატო წერეთლის ინფორმაციით, მას არამხოლოდ ანრი ოხანაშვილი, ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც გაუსწორდნენ. მან გადაცემა რეაქციაში დაასახელა ირაკლი ზარქუას, ბექა ოდიშარიასა და მგალობლიშვილის გვარები.

წერეთელი ამბობს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, ისე რომ მიზეზის გარკვევაც ვერ შეძლო. 

“მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი მეორემ გამწია და მეორემ მოიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ეს ლაჩრები. ელჩი იყო ალბათ 50 მეტრში, სავარაუდოდ”, – ამბობს წერეთელი “რეაქციაში”.

ინციდენტს “ფეისბუქზე” გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა და დაწერა, რომ სრული სიცრუეა, თითქოს ოთხმა კაცმა გალახა ვატო წერეთელი. ის წერეთელს პროვოკაციაში ადანაშაულებს და წერს, რომ დაპირისპირება იყო მხოლოდ ოხანაშვილსა და წერეთელს შორის, ხოლო დანარჩენები მათ აშველებდნენ და კადრებიც, თუ ის გასაჯაროვდება, ამას დაადგენს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება აშშ საელჩომაც გაავრცელა:

“აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას”, – წერს აშშ-ის საელჩო.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული