fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ქვედა კიდურის გარეშე დარჩენილმა უკრაინელმა მეომარმა ხელის თხოვნის რიტუალი დაიცვა და მეგობრების დახმარებით დაიჩოქა

უკრაინელი ჯარისკაცების მოტივაცია, თავდადება და ადამიანობა არ არის გამოხატული მხოლოდ ომში და საომარ სიტუაციებში.

ერთგულება და სიყვარული ის თვისებებია, რომლებსაც ვერც ომი ახუნებს და ვერც ომით მიყენებული დანაკარგი აკლებს რამეს. ამის დასტურია უკრაინელი მებრძოლის – რომანისა და მისი შეყვარებულის ისტორიაც:

რომანმა წინახაზზე მარცხენა ფეხში ჭრილობა მიიღო. ის გადაარჩინეს, მაგრამ ფეხი მუხლსქვემოთ მოჰკვეთეს. გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი, რაც რომანმა გააკეთა, ის იყო, რომ შეყვარებულს ხელი სთხოვა. ეს მან საკმაოდ რომანტიკულ გარემოში გააკეთა და მეგობრების დახმარებით, ხელის თხოვნის რიტუალი, დაჩოქების ჩათვლით, ბოლომდე შეასრულა, პასუხად კი ნანატრი “დიახ!” მიიღო.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული