fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

პუტინი, სავარაუდოდ, საკმაოდ ჯანმრთელადაა – CIA-ს დირექტორი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ ომის ამ ეტაპს, რომელიც ძალების ამოწურვაზეა გათვლილი, უკრაინაში მოიგებს, ისევე, როგორც ცდებოდა, როცა მიიჩნევდა, რომ შეეძლო აეღო კიევი ომის დაწყების პირველივე დღეებში.

ამის შესახებ ბერნსმა sky.news-თან ინტერვიუში განაცხადა და რუსეთ-უკრაინის ომის სხვა დეტალებზეც ისაუბრა.

ბერნსმა უარყო მოარული ხმები ვლადიმირ პუტინის სერიოზული ავადმყოფობის, კერძოდ, კიბოთი დაავადების შესახებ და განაცხადა, რომ “პუტინი, სავარაუდოდ, საკმაოდ ჯანმრთელია”:

“ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის საკმაოდ ჯანმრთელია, ეს დაზვერვის არაოფიციალური მონაცემებია”, – თქვა დაზვერვის სამმართველოს დირექტორმა.

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს პერსონალურად სამხედრო მოსამსახურეების კუთხით, ბერნსი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ ომში 15.000-მდე ჯარისკაცი მოკლულების, ხოლო სამჯერ მეტი – დაჭრილების სახით დაკარგა. მისივე თქმით, უკრაინის დანაკარგებიც “საკმაოდ მაღალია, მაგრამ რუსეთის დანაკარგებზე ბევრად ნაკლები”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული