fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

პრეზიდენტმა ქვეყნის სამხრეთის დეოკუპირება გვიბრძანა – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექს რეზნიკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლისგან მიღებულია ქვეყნის სამხრეთით მდებარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებისა და ტერიტორიის დეოკუპაციის ბრძანება.

“ქვეყანა ამზადებს მილიონიან ძალებს, რათა მოხდეს ქვეყნის სამხრეთ რეგიონების დეოკუპაცია”, – წერენ უკრაინული გამოცემები და ოლექს რეზნიკოვის ციტატა მოჰყავთ:

“ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმის შედგენა დაავალა. ამის შემდეგ უკვე გენშტაბი ამბობს: “ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა: ა) … ბ) … – ეს ჩემი სამუშაოა. მე ვწერ წერილებს კოლეგებს პარტნიორი ქვეყნებიდან, გენერლები ასაბუთებენ, რისთვის გვჭირდება ამა და ამ სახის შეიარაღება, ამის შემდეგ კი ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ოლექს რეზნიკოვმა.

შეგახსენებთ, მანამდე ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა ხერსონისა და ზაპოროჟიის მცხოვრებლებს, ევაკუირდნენ დასახლებული პუნქტებიდან, სადაც რუსი ოკუპანტების კონცენტრირება შეინიშნება, ხოლო დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის მეთაურმა კი მოუწოდა ამავე რეგიონში მცხოვრებლებს, ან ევაკუირდნენ, ან მოემზადონ ბრძოლებისთვის და მოიმარაგონ წყალი, საკვები და პირველი მოთხოვნილების სხვა საქონელი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული