fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“последовательность” როგორ არის?…”; “казённый სახლი” – ამ ტერმინების ავტორმა შალვა რამიშვილმა ვატო წერეთელს ქართული დაუწუნა

“პოს ტვ”-ზე წამყვანთა ცნობილმა სამეულმა შალვა რამიშვილის მონაწილეობით გადაცემა “რეაქციაში” ვატო წერეთლის ჩართვა გაარჩია, რომელიც პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა იმ ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რაც აშშ-ის საელჩოში მოხდა, როცა ანრი ოხანაშვილი და რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობიდან მას გაუსწორდა.

წამყვანების გარჩევის საგანი ვატო წერეთლის ქართული გახდა. შალვა რამიშვილმა ტვ პირველის დამფუძნებელს რამდენიმე ფრაზა შეუსწორა და აღნიშნა, რომ “წერეთელი ასეთქი ქართულით არ უნდა ლაპარაკობდეს”, მერე კი იქვე დაამატა რომ ვატო წერეთლის ლექსიკა ახლოსაა “მეზობელი ერის ლექსიკასთან”.

“მე მინდა, თავანკარა ქართული” – განაცხადა შალვა რამიშვილმა, თუმცა რამდენიმე წუთით ადრე თავად გამოიყენა რუსული ფრაზეოლოგია, მაგალითად, ვერ გაიხსენა “последовательность” ქართულად და ახსენა, რომ ვატო წერეთელთან დაკავშირებული კონფლიქტები ბოლო დროს, “казённый სახლებში” ხდება.

https://fb.watch/d_qvR4oeIp/

ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის აშშ-ის საელჩოში მომხდარი დაპირისპირების დეტალები:

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული