fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ფოთში, შეხვედრის ჩასაშლელად მისულ ზონდერებს გიგი უგულავა ტაშით შეხვდა

“აი, მეგობრებო, აქ ჩამოსულია მოღალატეების პარტია, ექს-მერი, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა”, – ასეთი შეძახილებით ცდილობდა ფოთის ბაზარში, მოსახლეობასთან ოპოზიციონერთა შეხვედრის ჩაშლას, სავარაუდოდ, “ქართული ოცნებისგან” მართული რამდენიმე პირი, თუმცა, მათ როგორც გიგი უგულავა, ასევე სხვა ოპოზიციონერები ტაშით შეხვდნენ და სიტყვა შეაწყვეტინეს.

აგრესიული პირების მცდელობის მიუხედავად, ხელი შეეშალათ ფლაერების დარიგებისთვის და პროვოკაციაზე წამოეგოთ ოპოზიციონერები, შეხვედრა მაინც გაგრძელდა.

“ვინ გამოგყვებათ თქვენ, ერთი მარშრუტკაც არ გამოგყვებათ…”; “გამყალბებელო, რამდენი არჩევნები გააყალბე?”; “მარიუპოლი გინდათ თქვენ ფოთში”, – ამ სიტყვებით ცდილობდნენ შეხვედრის ჩასაშლელად მისული პირები ხალხის აყოლიებას, მაგრამ ბაზარში მოვაჭრეთა უმრავლესობა გიგი უგულავას და მის თანმხლებ პირებს ფლაერებს ართმევდა და 3 ივლისის აქციაში მონაწილეობასაც ჰპირდებოდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული