fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ორი კვირაა, რუსეთი დონბასში უშედეგოდ უტევს უკრაინელთა პოზიციებს

უკვე 2 კვირაა, რაც რუსეთი უშედეგოდ უტევს უკრაინელთა პოზიციებს დონბასში. განვიხილოთ დეტალურად:

დონეცკის მიმართულება. მტერი უტევს გრიგოროვკას- მიმდინარეობს ბრძოლები. ოკუპანტების შტურმი ვერხეკამენკოესთან, სპორნოესა და სერებრიანკასთან წარუმატებლად დასრულდა და რუსებს დიდი დანაკარგებით უკან მოუწიათ დახევა.

ბახმუტის მიმართულება. რუსები უტევდნენ ნოვოლუგანკოეს, სემიგორიასა და უგლეგორსკის მიმართუელბებზე, თუმცა დანაკარგებისა და ზუსტი საარტილერიო იერიშების ფონზე უკან დახევა მოუწიათ.

ასევე მოგერიებულია ყველა შეტევა კამენკას, ნოვომიხაილოვკასა და უგლედარის მიმართულებებზე.

უკვე დაახლოებით 14 დღეა, რაც რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებებზე წინსვლას ვერ ახერხებს, რაც გამოწვეულია საარტილერიო იერიშების მნიშვნელოვნად შემცირებით- ოკუპანტების სახმელეთო ძალები ძლიერი საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე, წინსვლას ვერ ახერხებენ.

ის ფაქტი, რომ რუსი ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა 5-6 ივლისის შემდეგ 20-ჯერ შემცირდა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინელებმა M142 Himars-ისა და M270 Mlrs-ებიდან გასროლილი Gps-ით მართვადი Gmlrs-ის რაკეტებით ფრონტის ხაზის გადაღმა 50-60 კმ-ში რუსებს კოლოსალური რაოდენობის საარტილერიო ჭურვების საწყობები გაუნადგურეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული