fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ორი კვირაა, რაჭის გზაზე ძაღლი პატრონს იქ ელოდება, სადაც მიატოვა [VIDEO]

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების, ზუდალისა და სევას გასაყარზე, იმ ადგილას, სადაც მოასფალტებული გზა წყდება, ორ კვირაზე მეტია, ძაღლი პატრონს ელოდება.

ადგილობრივი მცხოვრები, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე და ანტოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი ვაჟა ცეცაძე ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს ძაღლი გზის მშენებელი ბრიგადის წევრის იყო, რომელმაც, თვითმხილველების თქმით, ის მანქანის საბარგულიდან ჩამოსვა და მიატოვა.

“წავიყვანე სახლში, მაგრამ არ ჩერდება, უკან გამორბის და ზუსტად იმ ადგილას წევს და დადის, სადაც პატრონმა ჩამოსვა – მას ელოდება. წაიყვანეს სხვებმაც, მაგრამ ისევ გამოიქცა – არ ჩერდება არსად. ამ ძაღლზე აქ ლეგენდები დადის, ყველა იცნობს, არც არაფერი უჭირს, გამვლელ-გამომვლელები კვებავენ, მაგრამ მას მხოლოდ პატრონის ხილვა სურს, მანქანებს ათვალიერებს, რომ პატრონი ამოიცნოს. ორ კვირაზე მეტია, აქ არის… შე კაი ადამიანო, მოდი და წაიყვანე ეს არსება, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ დედამიწაზე…”, – მიმართავს ვაჟა ცეცაძე ძაღლის პატრონს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული