თანამგზავრ Maxar-ით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ოლენკოვოს კოლონიის ეზოში ოკუპანტებმა საფლავები “დაბომბვამდე” გათხარეს.
ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა და Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა ეს ფოტოები გაანალიზეს და დაასკვნეს, რომ გრუნტის ცვლილება კოლონიის ეზოში 18-21 ივლისის მონაკვეთში მოხდა, ანუ უკრაინელი ტყვეების დაღუპვამდე თითქმის ერთი კვირით ადრე.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან წინასწარ ემზადებოდა ტერაქტისთვის, ან ტყვეები უფრო ადრე მოკლეს, ვიდრე “აფეთქება” მოხდებოდა, შემდეგ კი ცხედრები საწოლებზე განათავსეს და ყაზარმა თერმობარული ჭურვებით ააფეთქეს.