fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოლენკოვოს კოლონიაში ოკუპანტებმა თერმობარული ჭურვები ფანჯრებიდან შეაგდეს – დასკვნა

რაც უფრო მეტი დრო გადის ოლენკოვოს კოლონიის დაბომბვიდან, რა დროსაც 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე, ძირითადად, “აზოველები” დაიღუპნენ, მით უფრო ნათლად იკვეთება ამ აფეთქებაში რუსეთის კვალი.

გამოცემა Politico-ს ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა გაასაჯაროვა Maxar-ის თანამდგაზვრული ფოტოები, სადაც ჩანს კოლონია დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ.

ამ ფოტოებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ოლენკოვოს კოლონიაზე არ ყოფილა მიტანილი იერიში არც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის, არც სხვა მსგავსი სისტემების რაკეტებით. ამის დასამტკიცებლად მათ ორი არგუმენტი აქვთ:

შეუძლებელი იქნებოდა, “სარაკეტო რატყმას” არ გამოეწვია აგურების რღვევა შენობიდან და პლუს, შეუძლებელი იყო, ყაზარმაში საწოლები არ გადაადგილებულიყვნენ.

ამას გარდა, გამორიცხული იქნებოდა, სარაკეტო დარტყმის შედეგად ადამიანების სხეულები, უბრალოდ, დამწვარიყვნენ და მთლიანად დანახშირებულიყვნენ – ნამსხვრევები სხეულებს მთელს არ დატოვებდა.

გამომძიბელი ჟურნალისტები და სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს იყო თერმობარული ბომბი, ანუ ეს ბომბები პირდაპირ ფანჯრებიდან შეაგდეს ყაზარმაში, სადაც ყველა გასასვლელი წინასწარ იყო დაბლოკილი და სადაც წინასწარ იზრუნეს იმაზე, რომ მხოლოდ აზოველები ყოფილიყვნენ.

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ თერმობარული ბომბების გამოყენებაზე განცხადება მიხაილო პოდოლიაკმა თავიდანვე, ერეთერთმა პირველმა გააკეთა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული