fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპანტებს “ოპერატიული პაუზა” ახლა არა აქვთ, ის გაქცევის წინ ექნებათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასაშუალებებს სთხოვა, ნუ მოიხსენიებენ ოკუპანტთა მდგომარეობას უკრაინაში, როგორც “ოპერატიულ პაუზას”, რადგან მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მათ 34 ავიადარტყმა განახორციელეს.

“ამ კვირას ბევრი ახსენებდა “ოპერატიულ პაუზას”, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, თითქოსდა აიღეს უკრაინაში, დონბასსა და სხვა რეგიონებში. 34 ავიაიერიში რუსეთის მხრიდან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – ეს არის პასუხი მათთვის, ვინც ეს “პაუზა” მოიფიქრა.

უკრაინის არმია მტკიცედ დგას და იგერიებს შტურმს სხვადასხვა მიმართულებებზე. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იყოს, რის შემდეგაც ნამდვილად დადგება ეს პაუზა.

მაგრამ ეს იქნება არა მორიგი შეტევისწინა პაუზა, არამედ გაქცევისწინა პაუზა, როცა ისინი საბოლოოდ წავლენ ჩვენი მშობლიური ქვეყნიდან. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ვინც ამ დროს აახლოვებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული