fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპანტებმა კურსკის პოლიგონზე “თავი დაიბომბეს” – რაკეტა უკან მობრუნდა

კურსკის მოსახლეობა საღამოს საათებში სოციალურ ქსელებში შეშფოთებას გამოთქვამდა სროლისა და აფეთქების ხმების გამო, რაც ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა, რის გამოც გუბერნატორმა ტელეგრამზე დაწერა, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან სუმის ოლქთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე “სამხედროები შეუდგნენ სამხედრო მოქმედებებს”. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან სულ ცოტა ხანში, სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი ვიდეო გაჩნდა, ხოლო ოფიციალურად აღინიშნა, რომ სწორედ სუმის ოლქთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ჯგუფი ებრძვის.

კურსკის რამდენიმე ადგილობრივმა ტელეგრამ-არხმა კი დაწერა, რომ სუმის ოლქთან (უკრაინასთან) მოსაზღვრე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა და რაკეტა, რომელიც რუსმა სამხედროებმა გაუშვეს უკრაინის მიმართულებით, უკან მობრუნების შემდეგ რუსულ პოზიციებზე დაეცა და აფეთქდა.

რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც, ფაქტობრივად, თავი დაიბომბეს, რაკეტის ჩამოვარდნამდე, უსაფრთხო ადგილას დამალვა მოასწრეს – მსხვერპლი არ არის, მაგრამ ბაზა საგრძნობლად დაზიანდა, ხანძარი კი ამ დრომდე არაა ლოკალიზებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული