უკრაინის შეიარაღებული ძალების “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იტყობინება, რომ უკრაინის არმია წარმატებულ ოპერაციას ატარებს:
“იქ ნადგურდება მტრის საბრძოლო მასალების საწყობები და სამეთაურო პუნქტები, ოკუპანტები უარს ამბობენ ბრძოლაზე, ისინი ან სანგრებში რჩებიან, ან გარბიან”.
“დეტალებზე საუბარი ჯერ არ შემიძლია, მაგრამ აუცილებლად გაგაოცებთ იმით, რა შედეგიც დადგება”, – აცხადებს “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი.