fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპანტები ბელოგოროვკაში გაიჭედნენ – გაიდაი

ოკუპანტები წინსვლას ვერ ახერხებენ და ბელოგოროვკაში (ლუგანსკის ოლქი) გაიჭედნენ, რადგან მათი საბრძოლო მასალების საწყობები აფეთქებულია, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

“ოკპანტები წინსვლას ვერ ახერხებენ და ბელოგოროვკაში გაიჭედნენ, ეს კი ჩვენი მებრძოლების დამსახურებით მოხდა, რომლებიც მათ შეტევებს წარმატებით და ღირსეულად იგერიებენ.

ამას ემატება ჩვენი არტილერისტების ძალიან კარგი მუშაობა, რომლებმაც ბოლო დღეებში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს, ამან კი რუსი ოკუპანტებისთვის ძალიან გააძნელა ლოგისტიკა საბრძოლო მასალებით მომარაგების კუთხით”, – დაამატა გაიდაიმ.

მისივე თქმით, უკვე საგრძნობია, როგორ იკლებს რუსეთის მხრიდან საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა, არტილერიის გარეშე კი რუსები ერთი მეტრითაც ვერ იწევენ წინ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული