fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ნოვა კახოვკაზე დარტყმის დეტალები, სლავიანსკის ფრონტი, მიკოლაევის დაბომბვა – რა ხდება უკრაინაში

12 ივლისს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 139-ე დღეს რუსეთი ისევ აგრძელებს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვი იარზე 9 ივლისს მიტანილი სარაკეტო იერიშის დროს დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან უკვე 34 ცხედარია ამოყვანილი, მათ შორის ბავშვიცაა.

დილის საათებში მასობრივად დაიბომბა მიკოლაევი, სადაც რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოს კორპუსი, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, არიან დაჭრილები.

უკრაინის არმიის გენშტაბი ადასტურებს საარტილერიო იერიშს ნოვა კახოვკაზე და წერს, რომ განადგურებულია საბრძოლო მასალების უდიდესი საწყობი.

გენშტაბის ცნობით, ნოვა კახოვკაზე მიტანილი იერიშის დროს რუსეთმა დაკარგა 52 ჯარისკაცი, ჰაუბიცა “Мста-Б”, ნაღმმტყორცნი, შვიდი ერთეული დაჯავშნილი და სამხედრო სპეციალური მანქანა და საბრძოლო მასალების საწყობი.

სლავიანსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა ოკუპანტებს წინ წაწევის საშუალება არ მისცეს და მაზანოვკა-ივანოვკა-დოლინას მიმართულებაზე უკან დაახევინეს.

წარმატებით მოიგერია უკრაინულმა არმიამ რუსული იერიში ასევე ხარკოვის მიმართულებაზეც – დემენტიევკასთან რუს ოკუპანტებს უკანდახევა მოუწიათ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული