fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ნასვამმა რუსეთის მოქალაქემ თბილისის ოპერის თეატრის პარტერში ფეხსაცმელი გაიხადა

რუსეთის მოქალაქემ, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პარტერში ფეხსაცმელი გაიხადა და დემონსტრაციულად დაიწყო სიარული წინდებით.

თვითმხილველმა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, თქვა, რომ შენიშვნის მიცემის შემდეგ კაცი დაინტერესდა, სად იყო წერილობითი სახით გამოკრული მითითება იმის შესახებ, რომ პარტერში წინდებით სიარული მიუღებელია.

კაცმა თავად დაასახელა წარმომავლობა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ხოლო შეკითხვაზე, გაუკეთებია თუ არა მსგავსი რამ რუსეთის რომელიმე ქალაქის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მან ცინიკურად უპასუხა, რომ ზაფხულში რუსეთში ოპერის თეატრში არასდროს ყოფილა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული