fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“მზადაა საქართველო ამ შესაძლებლობისთვის?” – ბენ ჰოჯესი რუსეთის დაშლას პროგნოზირებს

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი რუსეთ-უკრაინის ომზე და ამ ომის გამო მსოფლიოში არსებულ გეოპილიტიკურ ცვლილებებზე “ამერიკის ხმის” ქართველ ჟურნალისტთან ია მეურმიშვილთან საუბრობს და, ცხადია, საქართველოზეც აკეთებს აქცენტს.

გენერალი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ყველა პირობას შეასრულებს, უკრაინას აქვს შანსი, წლის ბოლომდე ომი გამარჯვებით დაასრულოს. ჰოჯესი მიიჩნევს, რომ რუსეთის რესურსი ამოწურულია როგორც ადამიანური, ასევე საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბირთვული სახელმწიფო ირანისგან ითხოვს დრონების ექსპორტს. სხვათა შორის, ბენ ჰოჯესმა იმის იმედიც გამოთქვა, რომ “ეს დრონები რუსეთში ვერასდროს ჩავა”.

ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ფინალისკენ წავა ომი უკრაინაში, რუსეთი მით უფრო დასუსტდება, ომის დასრულების შემდეგ კი ფედერაციის რღვევის პროცესი დაიწყება, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს:

“რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?”, – კითხულობს ჰოჯესი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული