fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მოსკოვში ФСБ-ს გადამდგარი გენერლის ცხედარი, მის გვერდით კი პისტოლეტი TT იპოვეს

მოსკოვის ტაგანკის რაიონში გარდაცვლილი იპოვეს 76 წლის, ФСБ-ს გადამდგარი გენერალ-მაიორი ევგენი ლობაჩოვი. ცხედრის გვერდით აღმოჩენილია პისტოლეტი TT.

ლობაჩოვის ცოლმა პოლიციას განუცხადა, რომ მისი ქმარი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი კიბის ბაქანზე იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.

ТАСС წერს, რომ სავარაუდოდ, ლობაჩოვმა სუიციდი ჩაიდინა. ცოლის თქმით, გადამდგარ გენერალს თავის აუტანელი ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საავადმყოფოშიც იყო მისული, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუდგინეს.

ლობაჩოვი ФСБ-ს პენსიონერი იყო 1999 წლიდან, ასევე იყო სამხედრო სამსახურის ვეტერანი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული