fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მოქალაქემ ჭაობში გადაგდებული, ფეხებშეკრული ძაღლი გადაარჩინა [ვიდეო]

ივანე როსტიაშვილი, რომელიც თევზაობის მოყვარულია, “ფეისბუქზე” წერს, რომ სათავზაოდ ყოფნის დროს, ძაღლის წკავწკავი შემოესმა და ძლივს გაარკვია, ხმა საიდან მოდიოდა: როგორც აღმოჩნდა, ვიღაცამ ძაღლი ჭაობში გადააგდო და ფეხები შეუკრა, რომ დამხრცვალიყო, თუმცა, კაცმა მისი გადარჩენა მოახერხა და ვიდეოც გადაუღო.

“დღეს დილას წავედი სათევზაოთ და მხვდება სურათი: ტბაში ძაღლი იხჩობოდა. საცოდავი სანახაობა იყო, ენით ვერ ავღწერ… ხან საით ვეცი, ხან საით: წყალში შესვლა შეუძლებელი იყო ბალახებისა და ჭაობის გამო, ძაღლი სულს ღაფავდა უკვე…

ვეცი ანკესს, გადავაგდე და მოვდე, როგორც იქნა, გამოვიყვანე ნაპირზე ანკესის და ნიჩბის დახმარებით და რას ვხედავ: ფეხები აქვს შეკრული ძაღლს…

უბრალოდ მაინტერესებს, სად იბადებიან და იზრდებიან ესეთი არაადამიანები?ემოციებისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ბოლოს გადავიღე, რო იქნება ნახოს, სადღაც შეხვდეს და საკუთარ საქციელზე დაფიქრდეს… ესეთი ეს ერთი ხო არაა – დაფიქრდით ადამიანებო, ნუ კარგავთ ადამიანობას!”, – წერს ივანე როსტიაშვილი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული