fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მინუს სამი ოკუპანტთა ბაზა: 17 ივლისს “კოშმარი რუსეთისთვის” გაგრძელდა

16-17 ივლისის ღამეს და დღის საათებში ბოლო დღეებში დაწყებული “კოშმარი რუსეთისთვის” გაგრძელდა.

16-17 ივლისის მონაკვეთში, უკრაინელებმა 140-ზე მეტი რუსი ოკუპანტი მოკლეს, აფეთქებულია 5 ტანკი, 7 ჯავშანმანქანა და ერთი საარტილერიო დანადგარი, ტყვედ აიყვანეს ათამდე რუსი სამხედრო პირი.

ამას გარდა, როგორც ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი წერს, დღეს განადგურდა ოკუპანტთა 3 ბაზა, კონკრეტულად:

ლუგანსკის ოლქის დასახლება ალჩევსკში, ხერსონის ოლქის დასახლება ლაზურნოეში და ლუგანსკის ოლქის დასახლება კადიევკაში (ყოფილი სტახანოვი). ამ უკანასკნელ დასახლებაში ზუსტი საარტილერიო დარტყმით ჰაერში ასწიეს საბრძოლო მასალების საწყობი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის არტილერიის შიშით, ოკუპანტებს საბრძოლო მასალების საწყობები ფრონტის ხაზიდან მოშორებულ ტერიტორიებზე გადააქვთ, რაც ფრონტის სიახლოვეს მათ მიწოდებას აძნელებს. ამას გარდა, ასეთ შემთხვევებში, ოკუპანტებს საბრძოლო მასალების მიწოდება პირდაპირ მანქანებიდან, სამხედრო ჟარგონით “ს კალიოს” უწევთ, რაც დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული