კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემდგარი დაჯილდოების რიტუალის დროს, აფხაზეთიდან დევნილმა უსინათლო მომღერალმა დიანა ღურწკაიამ რუსეთს მადლობა გადაუხადა.
დიანა ღურწკაია რუსეთის სახალხო არტისტი გახდა. ჯილდო მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ გადასცა. სამადლობელ სიტყვაში დიანა ღურწკაიამ თქვა:
“მადლობა რუსეთს, სადაც გერმანელს შეუძლია გახდეს დიდი რუსი იმპერატრიცა, ებრაელს – რუსი მეცნიერი, სომეხი შეიძლება იყოს საყვარელი კომპოზიტორი, აზერბაიჯანელი – ეპოქის ხმა, ხოლო უსინათლო ქართველ გოგონას შეუძლია გახდეს სახალხო არტისტი”.