fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მიკოლაევში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში რვამდე გაიზარდა რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, – ამის შესახებ მიკოლაევის სამეხედრო-საოლქო ადმინისტრაცია იტყობინება.

რუსული რაკეტა მიკოლაევის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს 29 ივნისს დაეცა. იმავე საღამოს, ნანგრევებიდან ექვსი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 6 წლის გოგონას ცხედარი.

ბოლო მონაცემებით, რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ნანგრევებში ცხედრების ან გადარჩენილი მოქალაქეების ძებნის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 26 ივნისს სარაკეტო იერიში კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მიიტანა, 1 ივლისის ღამეს, რამდენიმე საათის წინ კი – ოდესაზე, სადაც, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. ოდესაშიც სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული