fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მეგი გოგიტიძის კონცერტი მოსკოვშიც გაუქმდა

მოსკოვში მომღერალ მეგი გოგიტიძის კონცერტის გაუქმების შესახებ წერს რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი, მათზე დაყრდნობით კი ინფორმაციას “ბათუმჩიკი” (Батумчик) ავრცელებს.

ამ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, რამდენიმე რუსულ ონლაინ-პლატფორმაზე ბილეთები გოგიტიძის კიონცერტზე დასასწრებად ამ დრომდე იყიდება. ოფიციალურად კონცერტის გაუქმება ჯერ არ დადასტურებულა – ის 6 აგვისტოსაა ჩანიშნული, მოსკოვის დროით 19:00 საათზე.

“ბათუმჩიკი” (Батумчик)-ის ცნობით კი, მოსკოვში მომღერლის კონცერტის გაუქმების მიზეზი “მთავარ არხთან” მეგი გოგიტიძის სატელეფონო კომენტარი გახდა, როცა შეკითხვის პასუხად, უქმნის თუ არა უხერხულობას მომღერალს პუტინის რუსეთში გამოსვლა და სიმღერა, მეგი გოგიტიძემ უპასუხა: “მოუსმინეთ, მე სწორედ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი…”.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მოსკოვში, 6 აგვისტოს, მეგი გოგოტიძის მიერ დაგეგმილი კონცერტის შესახებ გახდა ცნობილი, ბათუმის კლუბმა, სადაც მომღერალი 23 ივლისს უნდა გამოსულიყო, მისი კონცერტი გააუქმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული