fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“მე ნაციხარი კაცი ვარ და ეს არის ციხური მეთოდი…” – შალვა რამიშვილი ვატო წერეთელზე

“პოს ტვ”-ს დამფუძნებელი და წამყვანი შალვა რამიშვილი “ციხურ მეთოდს” უწოდებს ვატო წერეთლის ქცევას აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით, რომელიც ამტკიცებს, რომ ვატო წერეთელმა გვერდზე გაიყავანა და “ყურთან ახლოს, უკადრებელი” აკადრა.

“მე ნაციხარი კაცი ვარ და ეს არის ციხური მეთოდი, როცა ერთ პატიმარს მეორე გვერდზე გაჰყავს, ყურში გინებას ჩასჩურჩულებს, ის კი თავს ვერ შეიკავებს და ურტყამს. ციხეში ძალადობა ახსნის გარეშე არ შეიძლება, არავინ იცის, რა მოხდა, იმ ორის გარდა, ვერავინ ხედავდა რა მოხდა, ნახეს მხოლოდ დარტყმა. დაზარალებული ვერ ამტკიცებს, რადგან ერთი კაცის სიტყვა, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის, არაფერს ნიშნავს და. შესაბამისად, მართალი ადამიანი იჩაგრება”, – თქვა შალვა რამიშვილმა “პოს ტვ”-ს ეთერში, ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარი დაპირისპირების აღწერისას.

https://fb.watch/d_sQOUouyx/

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული