fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

კოლაბორანტების სიმრავლე შეკითხვებს აჩენს – ზელენსკი პროკურორისა და СБУ-ს უფროსის გადაყენებაზე

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის გენპროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უშიშროების სამსახურის უფროსი ივან კაბანოვი, ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარიც გააკეთა.

“დარეგისტრირებულია 651 სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს ღალატისა და კოლაბორაციული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რუსეთთან უკრაინის პროკურატურის, უშიშროებისა და სხვა სტრუქტურების თანამშრომელთა მხრიდან, 198 შემთხვევაში კი შესაბამისი პირები ეჭმიტანილები არიან.

საბოლოო ჯამში, უშიშროების 60 თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამჯერად მტერთან თანამშრომლობს. დანაშაულის ასეთი მასობრიობა, რასაკვირველია, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელი პირების მიმართ და ყველა ასეთ შეკითხსვას აუცილებლად გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული