fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონში პარტიზანებმა პოლიციის მანქანები დაცხრილეს [VIDEO]

ხერსონსა და ხერსონის ოლქში ისევ აქტიურ მოქმედებებს აგრძელებენ უკრაინელი პარტიზანები.

ბოლო დროს პარტიზანული მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დივერსიული აქტების უმრავლესობა სწორედ ხერსონზე მოდის. შეიძლება ითქვას, უკრაინის შეიარაღებული ძალები და პარტიზანები ამ მხრი შეთანხმებულად მოქმედებენ.

დღეს, რამდენიმე საათის წინ, ხერსონის გარეუბნის მიმართულებით მოძრავი ადგილობრივი საგზაო-საპატრულო ავტოინსპექციის მანქანებს, მოულოდნელად, ცეცხლი გაუხსნეს. მძღოლებმა მართვაზე კონტროლი დაკარგეს, ერთი მანქანა კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. იმის გამო, რომ ორივე ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლა, ფაქტორბივად, ანალოგიური მიზეზებით მოხდა, ხერსონში სწრაფად გავრცელდა ხმები, რომ ამ გზით, პარტიზანებმა კოლაბორანტი პოლიციელები დასაჯეს.

შეგახსენებთ, ადგილობრივ პოლიციაში, ხერსონის ოკუპაციის შემდეგ, იმ პოლიციელთა ნაწილიც დარჩა, ვისაც ოკუპანტებისგან ქალაქის დაცვა ევალებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ხერსონში და მარიუპოლში ასეთ პოლიციელთა რიცხვი 1000-ზე მეტია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული