fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონში, ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრთან”, HIMARS-ის რაკეტა აფეთქდა

ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში – ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრთან”, წინასწარი ინფორმაციით, “ჰაიმარსის” რაკეტა აფეთქდა.

უკრაინელებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით იერიში რუსული ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილზე მიიტანეს. როგორც სახალხო დეპუტატი ოლექს გონჩარენკო წერს, ჰიპერმარკეტის გასწვრივ მომხდარი აფეთქების შედეგად ოკუპანტებს დიდი ზარალი მიადგათ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ხერსონის დასახლება ვისოკოპოლიასთან რუსი ოკუპანტების შენაერთი უკრაინელებმა ალყაში მოაქციეს, რუსი სამხედროები კი “მწვანე დერეფანს” ითხოვენ, რათა უკანდახევის უფლება მიიღონ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული