fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონის ოლქში ოკუპანტთა საწყობი იწვის, ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედიისა და ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, უკრაინის საარტილერიო იერიშის შედეგად დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ოკუპანტები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის დასახლება სკადოვკაში ხანძარია მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, “ჰაიმარსის” რაკეტით, უკრაინელებმა დარტყმა მიაყენეს რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობს. სხვა ვერსიით, აფეთქებულია ოკუპანტთა სამეთაურო პუნქტი. უკრაინის არმიის გენშტაბს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის თავად ქალაქ ხერსონშიც, დეტალები ზუსტდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული