აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ადასტურებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადება ხერსონის მიმართულებაზე, ხოლო ოკუპანტები მათ დასახვედრად ახდენენ მობილიზებას.
ISW-ს ანალიზის მიხედვით, ოკუპანტები ნაღმავენ მდინარე ინგულეცის მისადგომებს დასახლებებთან სნიგირევკა და ზელენოდოლსკი, საიდანაც თავად ამზადებენ შეტევას.
ამავდროულად, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა საბრძოლო მასალების შეტანა დაიწყეს, რომელსაც ჰუმანიტარულ დახმარებად ასაღებენ. ისინი აპირებენ ახალი საბრძოლო მასალების საწყბები მოაწყონ სამოქალაქო ობიექტებში, რათა ისინი უკრაინული არტილერიის იერიშებისგან დაიცვან.