fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხარკოვის ოლქში კოლაბორანტს სცემეს, ის კლინიკაშია

ხარკოვის ოლქში სასტიკად სცემეს კოლაბორანტს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დასახლება შევჩენკოვოს გამგებლად დანიშნეს – მას უცნობი პირები დაესხნენ თავს.

ანდრეი სტრიჟკო სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანებით კლინიკაში მოხვდა. როგორც ჩანს, თავდამსხმელები მას ჩაუსაფრდნენ: როცა სტრიჟკო ოფისიდან გამოვიდა და შინ ბრუნდებოდა, რამდენიმე კაცი გზაზე დახვდა, თავზე ტომარა ჩამოაფარა, მანქანაში შეაგდო და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. იქ სტრიჟკოს სასტიკად სცემეს და ისევ მანქანით წამოიყვანეს, თუმცა, არც შინ მიუყვანიათ და არც ოფისთან – “გამგებელი” გზაზე, ხელფეხშეკრული დატოვეს და გამვლელებმა იპოვეს.

ადგილობნრივ მცხოვრებთა ნაწილი ამას პარტიზანთა ნახელავად მიიჩნევს, ნაწილი კი ამბობს, რომ კოლაბორანტი სტრიჟკო თავად ოკუპანტების დავალებით მოიტაცეს და გალახეს, რათა უკრაინელები ადამიანებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულონ.

ბოლო ვერსიის მომხრეები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, თითქოსდა უკრაინელი პარტიზანების სახელით, ინტერნეტში აიტვირთოს სტრიჟკოს ცემის კადრები.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული