სამი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაიჭრა ხარკოვის დაბომბვის შედეგად: ქალაქზე იერიში რუსმა ოკუპანტებმა დილით მიიტანეს.
უკრაინული მედია დაბომბვის დეტალებსა და ფოტოებს აქვეყნებს, საიდანაც განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი ამბავი და ორი ფოტო იპყრობს: მამა, რომელსაც დაბომბვის დროს 13 წლის შვილი დაეღუპა, მისი სულისთვის ლოცვებს კითხულობდა.
ორი საათის განმავლობაში მას გარდაცვლილი მოზარდის ხელი ეჭირა. იქვე იყო პოლიციელი ქალი, რომელმაც მგლოვიარე მამა არ მიატოვა – სამართალდამცველს ხან მამის ხელი ეჭირა თანაგრძნობის ნიშნად, ხან მის მხარზე ედო ხელი…
