fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“HIMARS-მა რა ჰქმნა” ანუ როგორ შეიცვალა სიტუაცია ფრონტზე ამ ზცრს-ის გამოჩენის შემდეგ?

ბოლო ინფორმაციით, ნოვა კახოვკაში რუსული ბაზის აფეთქებამ დიდი დეტონაცია გამოიწვია.

აფეთქება და ხანძარი უკრაინელთა M142 Himars-ების მიერ გასროლილი Gps-ით დამიზნების რაკეტების “დამსახურებაა”, რომლებმაც ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.

დღეს ეს მეორე აფეთქებაა აღნიშნულ ზონაში, რომლის ფონზეც ვრცელდება ინფორმაცია ასეულობით დაღუპულ და დაშავებულ ოკუპანტზე.

ბოლო დღეების განმავლობაში, ჯამში განადგურებულია 30 სამიზნე – რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები, არმიის ყაზარმები და სამხედრო ბაზები. ლიკვიდირებულია მინიმუმ 5 მაღალი ჩინის ოფიცერი:

22-ე არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ნასბულინი;

მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი გორობეცი;

მე-20 მოტომსრელელი დივიზიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კენსი;

მე-20 მოტომსროლელი დივიზიის ოპერატიული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კოვალი;

მე-20 მოტომსროლელი დივიზიის არტილერიის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გორდეევი. ეს არასრული სიაა.

ამასთან, რეს უკვე იუწყებოდნენ ჩერნობაევკის (ხერსონის ოლქი) აეროდრომის 27-ედ დაბომბვის შესახებ : იქაც რუსული ბაზაა განთავსებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული