fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

Himars-ით მელიტოპოლის ბაზა დაიბომბა, მინიმუმ, 200 ოკუპანტი მოკვდა

ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე მიტანილი საარტილერიო იერიშის შედეგად, განადგურებულია 200 და დაჭრილია 300-ზე მეტი რუსი სამხედრო პირი.

ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ქალაქში მყოფ ადგილობრივ ინფორმატორებზე დაყრდნობით იუწყება , რომ უკრაინელების მიერ Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებიდან სამხედრო აეროდრომსა და ბაზაზე განლაგებული საბრძოლო მასალის დაბომბვის შემდეგ, რუსებმა დატოვეს აღნიშნული სამხედრო ბაზის ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ მელიტოპოლში და ხერსონში უკრაინელი პარტიზანებიც აქტიურობენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ბაზის შესახებ ინფორმაცია და სხვა საჭირო მონაცემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული