fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

გულბაათ რცხილაძე, “ქართველი რეპორტიორის” სტატუსით, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში ჩავიდა

საქართველოში პრორუსული ფრთის ერთერთი წარმომადგენელი, კრემლის მიერ დაფინანსებული “ევრაზიის ინსტიტუტის” თბილისის ორგანიზაციუის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე უკრაინის დროებით ოკუპირებულ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “ქართველი რეპორტიორის” სტატუსით ჩავიდა.

ინფორმაციას და ფოტოებს ერთ-ეღტი პრორუსული ტელეარხი ავრცელებს და წერს, რომ გულბაათ რცხილაძე “პირველი ქართველი რეპორტიორია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე იმყოფება”.

“პოლიტოლოგმა გულბათ რცხილაძემ 11-დან 14 ივნისამდე მოინახულა მარიუპოლი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, დონეცკი და მელიტოპოლი. მისი თქმით, ქართული მედია საზოგადოებას ისე წავდის მიმდინარე ომის შესახებ ინფორმაციას, როგორც ამას კიევი კარნახობს. სწორედ ინფორმაციული პარიტეტის დაცვის მიზნით ჩავიდა ის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – წერს პრორუსული ტელეგრამ არხი, რომელსაც “ალფანიუსი” არ დაასახელებს, უმნებლიე ტირაჟირებისგან თავის არიდების მიზნით.

აქვე გეტყვით, რომ გულბაათ რცხილაძე ერთერთ პრორუსულ ტელეარხზე, თავის ინტერვიუსაც აანონსებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული