fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

გაცვლის დროს, რუსული მხარე პრიორიტეტს მფრინავებსა და კადიროველებს ანიჭებს – მაქსიმ ჟორინი

პოლკ “აზოვის” ექსმეთაური, კიევის “აზოვის” ხელმძღვანელი მაქსიმ ჟორინი რუსეთთან ტყვეთა და ცხედართა გაცვლის სირთულეებზე და გაცვლის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებაზე საუბრობს:

“რუსულ მხარეს არ ესმის, რატომ უნდა დაიბრუნონ ცხედრები, დაჭრილები, ოფიცრები… მისთვის ისინი ღირებულებას არ წარმოადგენენ, ჩვენგან განსხვავებით. მაგრამ არის სამხედრო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორია, რომელიც რუსულ მხარეს განსაკუთრებით აინტერესებს: ესენი არიან უმაღლესი რანგის ოფიცრები, მფრინავები და კადიროველები. მათ დასაბრუნებლად და გასაცვლელად ისინი მუდამ მზად არიან”, – ამბობს მაქსიმ ჟორინი.

შეგახსენებთ, 30 ივნისს შედგა გაცვლის პროცესი პრინციპით 144/144. უკრაინაში დაბრუნდა “აზოვსტალის” 95 მცველი, მათგან 44 “აზოველია”. მათი უმრავლესობა რიგითია და ჭრილობები აქვთ მიღებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული