fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“გამომუშავებული ფულით კბილების ჩასმას ვგეგმავდი…” – რუსი ტყვე [VIDEO]

სევეროდონეცკში ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო პირი უკრაინაში საომრად წასვლის მოტივაციას ასახელებს და ამბობს, რომ გამომუშავებული ფულით კბილების ჩასმას გეგმავდა.

ტყვის დაკითხვის ჩანაწერი უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა. რუსი მოხალისე ტყვედ აყვანის დეტალებსაც ჰყვება, მანამდე კი ამბობს:

“კი, გამომუშავებული ფულით კბილების ჩასმას ვგეგმავდი, რამდენიმესას მაინც… 15 რუბლად ხომ კბილს ვერ ჩაისვამ…” – ამბობს ის და შეკითხვაზე, რას ეტყოდა მათ, ვინც უკრაინაში საომრად აპირებს წასვლას, ამბობს:

“რა უნდა ვთქვა: არ წამოხვიდეთ, ბიჭებო, არც კი იფიქროთ ამ ყ**ობაში მონაწილეობის მიღება”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული