fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ეს არ არის ბოლო გადაყენება…” – დანილოვი ბენედიქტოვა-ბაკანოვის გათავისუფლებაზე

უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ტავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექს დანილოვი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ პროკურორისა და უშიშროების სამსახურის უფროსის გადაყენების ფაქტს და განაცხადა, რომ ეს ბოლო საკადრო ცვლილება არ არის.

“მოდით, მშვიდად მოვეკიდოთ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, ეს არ იქნება ბოლო გადაყენება, ჩვენ გარკვეული პროცესების მომსწრენი გავხდებით. ეს ცხოვრებაა, შეუძლებელია მისი შეჩერება”, – თქვა მან “24-ე არხთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში ძნელია დამალვა, ვინ სად იმყოფებოდა ომის პირველ დღეებში, აქედან გამომდინარე კი, ცალკეული ჩინოვნიკები, რომლებიც დამნაშავედ გრძნობენ თავს, თავად ტოვებენ თანამდებობას. დანილოვმა მიანიშნა, რომ საბჭოში ყველაზე ყველაფერი იციან – იციან, ვინ სად იმყოფებოდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული