დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სუდაკში უცნობმა პირებმა რუსი სამხედრო მოსამსახურე იმის გამო სცემეს, რომ ტანსაცმელზე Z სიმბოლო ჰქონდა გამოსახული.
ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, ყირიმის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა.
” ეს სამხედრო კონტრაქტორია, ის მკურნალობის კურსს გადიოდა, სამი კაცი დაესხა თავს და სცემეს. ბიჭმა განცხადება დაწერა და რეაქცია იქნება შესაბამისად, ძალიან მკაცრი”, – თქვა კრიუჩკოვმა.