fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

დიდი საკადრო წმენდა СБУ-ში | სრული სია

ცნობილია, რომ უკრაინის პრეზსიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ბავშვობის მეგობარი, უშიშროების ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი. მიზეზად ის დასახელდა, რომ უშიშროების ბევრმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, განსაკუთრებით რეგიონებში, კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია და რუსი ოკუპანტების სამსახურში ჩადგა.

მაგრამ ივან კაბანოვი არ არის ერთადერთი, რომელიც ზელენსკიმ გადააყენა. მისი გადაყენებისთანავე დაიწყო როტაციისა და საოლქო დონეზე ახალი კადრების დანიშვნის პროცესი.

გთავაზობთ სრულ სიას, სად ვინ დაინიშნა და შეიცვალა უკრაინის პრეზიდენტის 19 ივლისის ბრძანებულებით:

პოლტავის უშიშროების უფროსი ევგენი ბორზილოვი ის გამონაკლისია, რომელიც როტაციაში მოჰყვა: ის პოლტავიდან ამიერკარპატიის უშიშროების სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.

ივან კაბანოვის მოადგილე ვოლოდიმირ გორბენკო გათავისუფლებულია სამსახურიდან.

სუმის ოლქის უშიშროების სამსახურის უფროსი რუსლან გრიგორენკო გათავისუფლებულია სამსახურიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ედუარდ ფედოროვი.

თანამდებობიდან დათხოვილია დნეპროპეტროვსკის ოლქის უშიშროების უფროსი ვოლოდიმირ კრასნიანსკი, მის ნაცვლად კი სერგეი ლისაკი დაინიშნა. ლისაკი ადრე ჟიტომრის უშიშროების უფროსად მუშაობდა.

გათავისუფლებულია ასევე ხარკოვის ოლქის უშიშროების უფროსი, მისი ადგილი ალექსანდრე კუცმა დაიკავა.

ამიერკარპატიის უშიშროების ყოფილი უფროსი ივან რუდნიცკი ასევე, როტაციაში მოჰყვა – ის პოლტავის უშიშროების უფროსად გადაიყვანეს.

წმენდა უშიშროების სისტემაში, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული