СБУ მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ოკუპანტი სამხედროს სატელეფონო დიალოგია ჩაწერილი.
ოკუპანტი ხარკოვთან მიმდინარე შეტაკებების დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ ისინი (რუსი სამხედროები) ძალიან დიდ ზარალს განიცდიან და სასტიკად მარცხდებიან.
“ამას ტელევიზორში არავინ გეტყვით, რეალობა კი ესაა”, – ამბობს ოკუპანტი დიალოგში.