fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ბახმუტის მიმართულებაზე ოკუპანტებმა შტურმი წამოიწყეს, მიმდინარეობს შეტაკებები – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებაზე ოკუპანტებმა საღამოს შტურმი დაიწყეს, იქ ამ დროისთვის შეტაკებები გრძელდება.

“ბახმუტის მიმართულებაზე მტერი ცდილობს, საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებით შეიქმნას ხელსაყრელი პირობები, რათა დაამყაროს კონტროლი ბახმუტსა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე, იქ ამ დრომდე მიმდინარეობს შეტაკებები. იბომბება დასახლებული პუნქტები ბერესტოვო, ვესიოლოე, იაკოვლევკა, სოლედარი, ბახმუტი, ვესიოლაია დოლინა, კოდემა, მაიორსკი, ნიუ-იორკი და სხვა.

მტერმა საავიაციო დარტყმები მიაყენა პოკროვსკოეს. ამასთან, შტურმი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ბერესტოვოს ტერიტორიაზე, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მისადგომებთან”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული