აშშ იწყებს უკრაინელების მომზადებას F-15 და F-16 ტიპის გამანადგურებლების სამართავად.
ასეთი შესწავლისთვის გათვალისწინებული ხარჯებით, ბიუჯეტის შესწორების წინადადებები უკვე მოიწონა წარმომადგენლობითმა პალატამ, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ოსტაპ იარიში წერს.
მისივე ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
F-15 Eagle — ორ ძრავიანი, ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელია, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად. ჩატარებული 100-ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან არც ერთი არ წაუგია.
F-16 Fighting Falcon — მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი, თავდაპირველად წარმოებული General Dynamics-ის მიერ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის. დაპროექტებულია როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი და მიჩნეულია წარმატებულ მულტიფუნქციური თვითმფრინავად.