აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც $840 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კონგრესმა უკრაინის დახმარებისთვის ამ პაკეტში $ 1 მილიარდი დოლარი გამოყო.
ასევე განსაზღვრულია $100 მილიონი დოლარი, რომელიც გამოიყოფა უკრაინელ სამხედრო მფრინავთა გადამზადებისთვის ამერიკულ საბრძოლო თბითმფრინავებზე
შეგახსენებთ, რომ გასულ 2022 წელთან შედარებით ამერიკის თავდაცვის ხარჯები იზრდება $62 მილიარდი დოლარით , რომელთაგან უშუალოდ $40 მილიარდს აშშ უკრაინასა და კონფლიქტისგან დაზარალებულ სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს გამოუყოფს-
$ 19 მილიარდი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოიყოფა – აქ იგულისხმება თანამედროვე დასავლური სამხედრო ტექნიკის- შეიარაღების გადაცემა,- აგრეთვე სხვა ქვეყნებისგან რუსული წარმოების იარაღის შესყიდვა და მათი უკრაინის არმიისთვის გადაცემა
$ 16 მილიარდი დოლარი უკრაინას ეკონომიკური დახმარების ფარგლებში გადაეცემა;
$2 მილიარდი დოლარი ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის გამოიყოფა;
$3 მილიარდი დოლარი ევროპაში განთავსებული ამერიკული არმიის ქვედანაყოფებისთვისაა განსაზღვრული.