უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებსა და ხალხმრავალ ღონისძიებებს, რადგან “შესაძლოა, ისინი გახდნენ რუსი სამხედროების სამიზნეები”.
უკრაინის დატოვების მსურველებმა კიევში აშშ-ის საელჩოს უნდა მიმართონ.
ეს აშშ-ის საელჩოს პირველი მსგავსი განცხადებაა მას შემდეგ, რაც დიპლომატთა კორპუსი უკრაინის დედაქალაქში დაბრუნდა და საელჩომ მუშაობა განაახლა.