“ჰაიმარსების” გადაცემასთან არსებული სიტუაცია შეიცვალა და უკრაინისთვის გადასაცემი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რიცხვი გაიზარდა, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ აშშ-სგან და მოკავშირეებისგან უკრაინა, დამატებით, 20-ზე მეტ “ჰაიმარსს” მიიღებს.
ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. შეგახსენებთ, მანამდე აშშ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით, 4 ერთეულ “ჰაიმარსს” მიიღებდა.
ამ დროისთვის უკრაინა უკვე იყენებს 12 ერთეულ “ჰაიმარსს”, ხოლო 200 უკრაინელ სამხედროს ამ სისტემასთან მუშაობის განხრით, ტრენინგები უკვე ჩაუტარდა.