fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ასდის საშინელი სუნი, აქვს სამი დღის გარდაცვლილის კანი, პიგმენტები და ლაქები სახეზე…”

როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი – ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის პასუხი და მისი შეკითხვები ხელისუფლებას:

შალვა ხაჭაპურიძე ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ სასამართლო პროცესისთვის მომზადებულია 25 შეკითხვა, რომლებზეც მეორე მხარეს პასუხის გაცემა მოუწევს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს შეკითხვები სტრასბურგის 200 პრეცენდენტული საქმის შესწავლის შედეგად დაიწერა – იმ საქმეების მიხედვით, რომლებიც სახელმძღვანელოდ ითვლება იურისპრუდენციაში.

ადვოკატის მიერ ჩამოწერილ შეკითხვებში დიდი ყურადღება ეთმობა იმის აღწერას, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ორგანოლეპტიკურად ანუ, ვიზუალურად. შეკითხვებიდან გამომდინარე, ასეთი სურათი იხატება:

ვიზუალურად, სუნით და ხელებით კონტაქტის დროს, პატიმარს ასდის სუნი;

ხელებზე და კანზე ორი-სამი დღის გარდაცვლილის ფერი აქვს;

ხელები აქვს ორი-სამი დღის გარდაცვლილის მსგავსად დამჭკნარი, კუნთები კი – გალეული;

არის პიგმენტები და ლაქები სახეზე;

ადამიანი სახეზე გაშავებულია, იმ პალატაში ფანჯარა ოდნავ იღება, მაგრამ ასდის რაღაც საშინელი სუნი, რაღაც ინტოქსიკაცია მიმდინარეობს ორგანიზმში, ფაქტია, რაღაც ხდება…

როგორც მე გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, ეს შეიძლება იყოს აზოტი, ან სხვა რაღაც პროცესები მიმდინარეობს…

ფაქტი ერთია, რომ მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, სიცხემ აუწია – მისცემენ სიცხის დამწევს, წნევამ აუწია – მისცემენ წნევის დამწევს, მაგრამ ისეთი პროცედურები, რომ მთლიანად ორგანიზმმა იმუნური პროცესი დაიწყოს და მერე თვითონ უმკურნალოს სხვა სიმპტომებს, არ ტარდება და ვერც ჩატარდება”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე ტვ “პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე ისინი ვერ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ამ მოთხოვნის დაყენების საშუალებას კანონი ადვოკატს არ აძლევს. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნა იქნება სასჯელისგან ან სრულად გათავისუფლება, ან მისი გადავადება, შემდეგ კი თავად ოჯახი გადაწყვეტს, რას გააკეთებს.

“ეს სასამართლო პროცესი არ იქნება მარტივი გასეირნება და შესაძლოა, უპრეცენდენტოც იყოს ევროპაში”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე ტვ პირველზე.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული