fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი…” – ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთზე დასმულ შეკითხვას თავი აარიდა

“ნაპოლის” შემადგენლობაში, ამხანაგურ მატჩში წარმატებული დებიუტის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.

სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო რუსეთის დატოვებას ხვიჩა კავარცხელიას მიერ, ასევე რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და ომს.

“ომი რუსეთში? არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. რუსეთი ჩემი მიზეზების გამო დავტოვე…” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ და ქალაქ ნეაპოლის აღწერაზე გადავიდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში, ყაზანის “რუბინში” თამაშობდა და ის მხოლოდ 2022 წლის მარტში, მას შემდეგ დატოვა, რაც მის კლუბს ყველა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა აეკრძალა, რუსეთის სხვა საფეხბურთო კლუბებთან ერთად. ამასთან, კვარაცხელიას არასდროს დაუგმია საჯაროდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული