fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

4 წლის ლიზა, რომელიც ვინიცაში დაიღუპა, ოჯახის ერთადერთი შვილი იყო

ვინიცის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორისაა 4 წლის ლიზა, რომელიც რაკეტის აფეთქების მომენტში, დედასთან ერთად სეირნობდა.

გავრცელდა ვიდეო, რომელიც აფეთქებამდე და ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ამ ვიდეოში ლიზა საბავშვო ეტლს მიაგორებს, აფეთქების შემდეგ კი ის საბავშვო ეტლში მჯდარი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო გარდაცვლილი იპოვეს. იქვე იყო დედა, რომელსაც აფეთქებამ ფეხი მოგლიჯა, თუმცა, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, არ დადასტურდა – ქალი რეანიმაციის განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

4 წლის ლიზა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. დედამისი, 33 წლის ირინა დმიტრიევა დიზაინერი და ბლოგერი იყო.

ვინიცის დაბომბვისას 22 ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვია (ლიზას ჩათვლით).

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული