fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

300 კმ-ზე მფრენი ტაქტიკური რაკეტები უკვე უკრაინაშია – ბასურინი

ამის შესახებ განცხადება ე.წ. ДНР-ის თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი ბასურინმა გააკეთა და დაამატა, რომ უკრაინელი სამხედროები MGM-140 ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ რაკეტებს უკვე იყენებენ.

უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით, არ გაუკეთებია და არც ის დაუდასტურებია, რომ დაპირებული, ზემოთხსენებული ტიპის რაკეტები მიიღო.

რას ნიშნავს ბასურინის განცხადება იმ შემთხვევაში, თუ ის მართალია? ეს ცალსახად, ომის ბედის შემოტრიალების ტოლფასია უკრაინის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, ეს რაკეტები ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტებია. მისი მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.

ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა M270 და M142 HIMARS (უკრაინე4ლებს ორივე ეს სისტემა აქვთ).

ATACMS-ის პირველი საბრძოლო გამოყენება სპარსეთის ყურის ომის დროს, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ ფარგლებში მოხდა. მისი მიმდინარეობისას M270 MLRS პლატფორმებიდან სულ 32 რაკეტა გაუშვეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული