აშშ არ აპირებს, გადასცეს უკრაინას 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის რაკეტები HIMARS-ისთვის, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ჯეკ სალივანმა განაცხადა.
“არის ცალკეული შეიარაღება, რომელთა გადაცემისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, ახლა მზად არ არის, მათ შორისაა 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის რაკეტები”, – განაცხადა სალივანმა და ეს იმით ახსნა, რომ აშშ ვერ დაუშვებს მსოფლიო ომის გაჩაღებას.
შეგახსენებთ, რომ ამ უარის მიუხედავად, უკრაინიას უკვე აქვს მიღებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, 80 და 150 კმ-ზე მფრენი რაკეტები მისთვის, ხოლო ლენდ ლიზისთ გათვალისწინებულ დამატებით შეიარაღებას უკრაინა უკვე ოქტომბრიდან მიიღებს.